logo
ENG



ნიკა ნარსია: ზუგდიდში, "მოძრაობა საქართველოსთვის" აქტივისტის სახლს ესროლეს

09 თებ 202100:33
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/09/2f27f6dhmcfuv59.jpg

მოძრაობა საქართველოსთვის წევრი ნიკა ნარსია ამბობს, რომ ზუგდიდში, მათი ერთ-ერთი აქტივისტის, გელა შედანიას სახლის მიმართულებით უცნობმა პირმა ბოლო ორი დღის განმავლობაში ცეცხლსასროლი იარაღიდან 2-ჯერ გაისროლა.

მისი თქმით, გასროლის დროს სახლში არასრულწლოვნები იმყოფებოდნენ.

"ზუგდიდში, მოძრაობა საქართველოსთვის აქტივისტის, გელას სახლის მიმართულებით მოხდა გასროლა. ბავშვები იყვნენ სახლში და ვიღაც გარეწარმა ისროლა უკვე მეორედ. გუშინ მოხდა ასეთი ფაქტი და დღესაც. ანუ ყოველდღე დადის ვიღაც და ზუგდიდში, სახლში ესვრის ჩვენს მეგობარს. ბავშვები არიან აწიოკებულები, ტიროდნენ, შოკში არიან",- განაცხადა ნარსიამ.

მანვე აღნიშნა, რომ ხვალ, მოძრაობის წევრები თბილისიდან ზუგდიდში ჩავლენ და ადგილობრივი პოლიციის უფროსს მოსთხოვენ, საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს.

"ჩვენ დილის 5 საათიდან მივდივართ ზუგდიდში. ყოველგვარი კანონის დაცვით, ხვალ ზუგდიდის პოლიციის უფროსს მოვთხოვთ ამ საქმის კონტროლზე აყვანას და იქ, გელას სახლთან პოლიციის 24-საათიან მორიგეობას. ეს არის ივანიშვილის რეჟიმის პიკი და რუსეთი უკვე", - განაცხადა ნიკა ნარსიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

მასალა განახლებადია


close დახურვა